ფეხბურთი

18:46 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯგერენაია ზაპოროჟიეს “მეტალურგში” ისინჯება

“გაგრას” მცველი გიორგი ჯგერენაია უკრაინის საფეხბურთო კლუბ ზაპოროჟიეს “მეტალურგში” ისინჯება. ამის შესახებ ზაპოროჟიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“მეტალურგი” შეკრებას თურქეთში გადის და 21 წლის ქართველ მცველსაც დააკვირდება.

მიმდინარე სეზონში ჯგერენაიამ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე პირველი ლიგის “გაგრაში” გაატარა, სადაც 17 მატჩი ითამაშა.

სხვათა შორის, 2012-2013 წლების სეზონში ის მარიუპოლის “ილიჩევეცის” დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, ხოლო 2013-2014 წლების სეზონის პირველი ნახევარი უკრაინის პირველი ლიგის “მიკოლაევში” გაატარა.

0.113081