შაბათ-კვირას, იტალიის სერია A-ს პირველი წრის ბოლო ტური გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი რომშია, სადაც "ლაციო" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "იუვენტუსი" კი "ვერონას" დაუხვდება, რომელსაც სამი დღის წინ იტალიის თასზე დიდი ანგარიშით მოუგო.
"ემპოლი" - "ინტერი"
თარიღი: 17 იანვარი, 21:00 საათი
ადგილი: ემპოლი, "კარლო კასტელანი"
ტური სტარტს ემპოლიში აიღებს. ადგილობრივი გუნდი მილანის "ინტერს" უმასპინძლებს. მაურიციო სარის გუნდმა წინა ტურში რვა მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ახლა მილანელებთან შეეცდება ქულების მოპოვებას. თავის მხრივ, "ინტერნაციონალემ" ბოლო ტურში, როგორც იქნა სამი ქულის მოხვეჭა შეძლო და შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე ხვდება. "ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე შეხვედრას თადარიგიდან დაიწყებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ემპოლი" (4-3-1-2): სეპე; ლაურინი, რუგანი, ტონელი, ჰისაი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე, ვერდი; ტავანო, მაკარონე
"ინტერი" (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, ვიდიჩი, ანდრეოლი, დამბროზიო; მედელი, გუარინი; პალასიო, კოვაჩიჩი, პოდოლსკი; იკარდი
მსაჯი: დოვერი
"პალერმო" - "რომა"
თარიღი: 17 იანვარი, 23:45 წუთი
ადგილი: პალერმო, "რენცო ბარბერა"
საინტერესო შეხვედრა გაიმართება სიცილიაზე. "პალერმო" დედაქალაქურ "რომას" დაუხვდება. ბოლო დროს მასპინძლები გასაოცარ ფორმაში იმყოფებიან და 9-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ჰქონდათ, რომელიც წინა ტურში შეწყდა. "რომას" სხვა საფიქრალი აქვს. რუდი გარსიას გუნდი ჩემპიონობაზე ფიქრობს და ქულების განიავება მისთვის დაუშვებელია. წინა ტურში, ვეტერანი ფრანჩესკო ტოტის წყალობით "მგლები" რომაულ დერბიში მარცხს გადაურჩნენ. წესითა და რიგით, დღე ლამაზი და სანახაობრივი მატჩით უნდა დასრულდეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"პალერმო" (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ფედალი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა
"რომა' (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, ინგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; ფლორენცი, სტროტმანი, პიანიჩი; იტურბე, ტოტი, ლიაიჩი
მსაჯი: დამატო
"ლაციო" - "ნაპოლი"
თარიღი: 18 იანვარი, 15:30 წუთი
ადგილი: რომი, "სტადიო ოლიმპიკო"'
ტურის ცენტრალური მატჩს კი ქვეყნის დედაქალაქი უმასპინძლებს. "ლაციო" "ნაპოლის" წინააღმდეგ. ორივე გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძვის და შეიძლება ითქვას შეხვედრა ექვსი ქულის მნიშვნელობისაა. რომაელები ბოლო პერიოდში წარმატებულად ასპარეზობენ. გუნდი ამ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. განსაკუთრებით გამოსარჩევია ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბრაზილიელი შემტევის, ფელიპე ანდერსონის არყოფნა, რომელიც ტრავმირებულია. "ნაპოლიმ" წინა ტურში საკუთარ მოედანზე "იუვენტუსთან" წააგო და განწყობა გაიფუჭა. რაფაელ ბენიტესის გუნდი ხასიათის გამოკეთებას რომში შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ლაციო" (4-3-3): ბერიშა; ბასტა, სანა, რადუ, კავანდა; პაროლო, ბილია, ონაზი; კანდრევა, ჯორჯევიჩი, მაური
"ნაპოლი" (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; გარგანო, ლოპესი; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი
მსაჯი: რიცოლი
"ჩეზენა" - "ტორინო"
თარიღი: 18 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: ჩეზენა, "დინო მანუცი"
ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერი "ჩეზენა" "ტორინოს" მასპინძლობს. მასპიძლები საშინლად ასპარეზობენ და თუ გუნდი შედეგებს მალე არ გამოასწორებს, გავარდნისგან ვეღარაფერი იხსნის. დომენიკო დი კარლოს ჩემპიონატში ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ისიც პირველ ტურში. წარმატებული თამაშით ვერც მათი ხვალინდელი ოპონენტი დაიკვეხნის. "ტორინო" გასულ სეზონთან შედარებით ცუდად თამაშობს. ოთხშაბათს იტალიის თასის მატჩის მიმდინარეობისას ტიფოზებმა ტრიბუნებზე გუნდის პრეზიდენტის ურბანო კაიროს საწინაარმდეგო ტრანსპარანტებც კი გამოფინეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ჩეზენა" (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, ლუკინი, მაგნუსონი, მაძოტა; კარბონერო, კაშონე, ზე ედუარდო; ბრიენცა; დეფრელი, ალმეიდა
"ტორინო" (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, იანსონი, მორეტი; პერესი, გაცი, ფარნერუდი, ელ კადური, დარმიანი; კვალიარელა, მაქსი ლოპესი
მსაჯი: გუიდა
"კიევო" - "ფიორენტინა"
თარიღი: 18 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: ვერონა, "ბენტეგოდი"
ვერონაში ერთმანეთს "კიევო" და ფლორენციის "ფიორენტინა" შეხვდებიან. ფლორენციული კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მიუხედავად წინა ტურში გამარჯვებისა, გუნდის თამაში მაღალი ხარისხისგან და სტაბილურობისგან შორსაა, ამიტომაც "იებს" მოსამატებელი აქვთ. ვერონელთა მიზანი განსხვავებულია. ელიტაში ადგილის შენარჩუნება. "მფრინავი ვირები" მძიმედ, მაგრამ ქულებს მაინც აგროვებენ. "კიევომ" ბოლო სამ ტურში ხუთი ქულა მოიპოვა.
სავარაუდო შემადგენლობები:
"კიევო" (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; ბირსა, იცკო, კოფიე, ჰეტემაი; პალოსკი, მეჯორინი
"ფიორენტინა" (3-5-2): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა; ხოაკინი, მატი ფერნანდესი, პიზარო, ბორხა ვალერო, პასკუალი; კუადრადო, გომესი
მსაჯი: ჩერველერა
"ჯენოა" - "სასუოლო"
თარიღი: 18 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: გენუა, "ლუიჯი ფერარისი"
გენუაში ადგილობრივი "ჯენოა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას კარგ ფორმაში მყოფი "სასუოლოს" წინააღმდეგ შეეცდება. ხსენებული ოთხი შეხვედრიდან ჯამპიერო გასპერინის გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. "სასუოლო" პირიქით, კარგად ასპარეზობს და გასავარდნ ზონას უკვე ცხრა ქულითაა დაცილებული. ეუსებიო დი ფრანჩესკოს მთავარი იმედი შეტევაა, სადაც სიმონე ძაძა და დომენიკო ბერარდი კარგად ირჯებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ჯენოა" (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, იცო; ედენილსონი, რინკონი, ბერტოლაჩი, ანტონელი; იაგო ფალკე, ფეტაფატზიდისი, ლესტიენი
"სასუოლო" (4-3-3): კონსილი; გაცოლა, ანტეი, აჩერბი, ლონგი; ბრიგი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
მსაჯი: ჯაკომელი
"მილანი" - "ატალანტა"
თარიღი: 18 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: მილანი, "სან სირო"
ბოლო დროს თამაშის ხარისხი და შედეგებიც საგრძნობლად გააუარესა "მილანმა". იტალიური გრანდი თავის დასახულ მიზანს ნელ-ნელა უფრო სცილდება. ბოლო ტურში ფილიპო ინძაგის გუნდმა ტურინში "ტორინოსთან" ქულა მოიპოვა, თუმცა ამასაც თავიანთ მეკარეს და ფორტუნას უნდა უამადლოდეს. მათი მოწინააღმდეგე კი აუტსაიდერი ბერგამოს "ატალანტაა". ბერგამასკები გასავარდნ ზონაში მყოფ "კალიარის" ორი ქულით უსწრებენ. სტეფანო კოლანტუონოს გუნდი ქულებს ჰაერივით საჭიროებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"მილანი" (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, რამი, მექსე, ბონერა; ბონავენტურა, დე იონგი, მონტოლივო; ჩერჩი, მენეზი, ელ შაარავი
"ატალანტა" (4-4-2): სპორტიელო; ბენალუანე, სტენდარდო, ბიავა, დრამე; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, კარმონა, დალესანდრო; მორალესი, დენისი
მსაჯი: რუსო
"პარმა" - "სამპდორია"
თარიღი: 18 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: პარმა, "ენიო ტარდინი"
პარმაში სათამაშოდ სინიშა მიხაილოვიჩის "სამპდორია" ჩავა. მასპინძლები ძალიან ცუდ სეზონს ატარებენ და გავარდნის რეალური კანდიდატები არიან. გუნდში ერთნაირად ცუდად გამოიყურება, როგორც დაცვის, ისე შეტევის ხაზი. რობერტო დონადონის საფიქრალი საკმაოდ ბევრი აქვს. რადიკალურად გასხვავებული მდგომარეობაა გენუელთა რიგებში. "სამპა" ევროსაგზურისთვის იბრძვის. პირველ წრეში ლიგურიელებმა მხოლოდ ორჯერ დატოვეს მოედანი უქულოდ. "სამპდორია" მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას კინკილა ქულა აშორებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"პარმა" (3-5-2): მირანტე; პალეტა, ლუკარელი, კოსტა; კასანი, მაური, ლოდი, ნოჩერინო, გობი; პალადინო, კასანო
"სამპდორია" (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, გასტალდელო, სილვესტრე, რეჯინი; დანკანი, პალომბო, ობიანგი; სორიანო; ედერი, ბერგეზიო
მსაჯი: ჯერვაზონი
"უდინეზე" - "კალიარი"
თარიღი: 18 იანვარი, 18:00 საათი
ადგილი: უდინე, ფრიული
უდინეში "კალიარი" "უდინეზეს" ესტუმრება. ანდრეა სტრამაჩონის გუნდს სეზონის სტარტი ძალიან კარგი გამოუვიდა, მაგრამ შემდეგ თამაშის ხარისხს მოუკლო და ნელ-ნელა ცხრილის შუაში დამკვიდრდა. მასპინძელთათვის ისევ დიდი ძალაა გუნდის კაპიტანი ტოტო დი ნატალე. სარდინიელთა სიტუაცია კი გაცილებით მძიმეა. ჯანფარანკო ძოლას გუნდი გასავარდნ ზონაში კარგა ხანია ყურყუტებს. წინა ტურში ძოლამ გუნდის თავკაცის რანგში პირველი სამი ქულის მოპოვება მოახერხა და წარმატებული სერიის გაგრძელებას "ფრიულიზეც" ეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
"უდინეზე" (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, დომიცი; პირისი, ფერნანდესი, ალანი, კონე, გაბრიელ სილვა; დი ნატალე, ტერო
"კალიარი" (4-3-3): ბრკიჩი; პიზანო; კაპუანო, როსეტინი, აველარი; დესენა, კონტი, კრესეტიჯი; ეკდალი, საუ, ჟოაო პედრო
მსაჯი: დი ბელო
"იუვენტუსი" - "ვერონა"
თარიღი: 18 იანვარი, 23:45 წუთი
ადგილი: ტურინი, "იუვენტუს სთედიუმი"
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "იუვენტუსი" "ვერონას" მასპინძელი იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს ხუთშაბათს იტალიის თასზე შეხვდნენ და "ბებერმა ქალბატონმა" მეტოქე 6:1 გაანადგურა. "იუვე" სავარაუდოდ მეტოქის დანდობას არც ამ შეხვედრაში ეცდება, რადგან მდევარი კუდზე აზის. ანდრეა მანდორლინის გუნდის მთავარი ამოცანა კი სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა. "ჰელასი" სახიფათო ზონას ამ წუთისთვის 6 ქულითაა დაშორებული.
სავარაუდო შემადგენლობები:
"იუვენტუსი" (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო, პოგბა; პერეირა; ტევესი, ლორენტე
"ვერონა" (4-3-3): ბენუსი; მარტიჩი, მარკესი, როდრიგესი, აგოსტინი; სალა, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; ლოპესი, ტონი, გრეკო
მსაჯი: ირატი