საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ოფი-ს დაუბრუნდა და საბერძნეთის სუპერლიგის მე-19 ტურში სტუმრად “ვერიასთან” ითამაშებს.
ინტერნეტპორტალ გაზზეტტა.გრ-ის ინფორმაციით, ტრავმის მორჩენის შემდეგ, ქართველი მეკარე 100 პროცენტით მზად არაა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა გუნდს გაჰყოლოდა.
ოფი-ში ფინანსური კრიზისია და კლუბს ფეხბურთელების ხელფასები ბოლომდე არ გაუსტუმრებია. წინა ტურში, “პანაიტოლიკოსთან” რომ ეთამაშათ, ოფი-ს პრეზიდენტს ნიკლას მახლასს მოთამაშეებისთვის 126000 ევროს დარიგება მოუწია, რათა ვალი ნაწილობრივ დაეფარა.
იმ 19 ფეხბურთელს შორის, რომლებიც “ვერიასთან” თამაშისთვის ემზადებოდნენ, გიორგი მერებაშვილი არ იყო. მას კლუბში გარკვეული პრობლემები აქვს, რომელთა გადასაწყვეტად მახლასთან შეხვედრას აპირებს.
“ვერია” – ოფის შეხვედრა შაბათს, 17 იანვარს გაიმართება.