ჰაცუ ბაშოზე მოასპარეზე ქართველი სუმოისტებისთვის წარმატებული გამოდგა მე-7 დღე. ტოჩინოშინმა 4 მარცხის შემდეგ მე-3 გამარჯვება იზეიმა, გაგამარუმ კი თავი უკვე ექვს მოგებას მოუყარა.
დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდების მქონე ლევან გორგაძემ, მორიგ წარმატებას დასავლეთის მე-2 მაეგაშირა იკიოისთან მიაღწია. ქართველმა იორიკირით იმარჯვა. ტოჩინოშინს მომდევნო შერკინება ოძეკი კოტოშოგიკუსთან ელის.
ოშიდაშით მოიგო თეიმირაზ ჯუღელმა, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირს ძურიოში დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით შეხვდა. გაგამარუმ დასავლეთის მე-4 ნომერ ტაკანოივას აჯობა. ქართველი გოლიათის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-7 ნომერი ტენკაიჰო იქნება.
ძურიოში დაუმარცხებელი მხოლოდ აღმოსავლეთის მე-7 ნომერი კიტატაიკია, ხოლო ძურიოს ერთპიროვნულად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ლიდერობს. მისმა თანამემამულე ჰარუმაფუჯიმ პირველი მარცხი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ჯოკორიუსთან განიცადა.
ჰაცუ ბაშოს მე-7 დღის მიმოხილვა. ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 6:05-დან