ცხინვალის “სპარტაკის” ყოფილი ფეხბურთელები თამაზ მაქაცარია და გიორგი სეფიაშვილი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებენ.
24 წლის სეფიაშვილი ამპლუით მცველია და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში არ უთამაშია. 19 წლის მაქაცარია ნახევარმცველია და მიმდინარე სეზონში “სპარტაკში” 10 მატჩი ჩაატარა.
აქვე გეტყვით, რომ ბათუმელები თურქულ შეკრებაზე 5 თებერვალს უნგრეთის “სპარტაკუსს” შეხვდებიან.
ცხინვალელებთან კონტრაქტი დაუსრულდა 35 წლის მცველ რეზო ქემოკლიძეს და ახალი ხელშეკრულება აღარ შესთავაზეს.
“სპარტაკმა” პირველი ლიგის “გაგრადან” ნახევარმცველები რატი ცაცკრიალაშვილი და ბაქარ ქარდავა დაიმატა.