სხვა

5:33 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის სენსაცია ბოლო ავტობუსის გასვლამდე

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს გერმანიამ პრინციპულ თამაშში 29-26 დაამარცხა პოლონეთი, ხოლო მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა, დანიამ, ფრედ, 24-24 ითამაშა არგენტინასთან.

მეორე დღისთვისაც ლუსაილის სასახლის მატჩები შევარჩიეთ საყურებლად. ირანმა პირველი ტაიმი 16-12 მოუგო ბოსნიას. გუნდს ჰყავს მშვენიერი გამთამაშებელი და კარგი დამრტყმელი ალაჰაკრამ ესტეკი, მაგრამ დაიწო მეორე ნახევარი, ბოსნიამ ზედიზედ 7 გოლი გაიტანა და მართალია, სპარსეთმა იქვე გაათანაბრა ანგარიში, 20-20, მაგრამ ევროპელები მალე ისევ დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობა საეჭვო აღარ გამხდარა - 30-25.

ირან-ბოსნიის თამაშის მეორე ტაიმის დასაწყისში ერთერთი კარის უკანა ტრიბუნა მთლიანად შეავსეს ტუნისელმა ქომაგებმა და საკუთარი გუნდის მხარდაჭერას ადრიანად შეუდგნენ. მაკედონიელი ქომაგი ბევრად ნაკლები იყო, მაგრამ თუ ტუნისის გუნდი მაღალი და ჯანიანი ბიჭების კრებულია და მეტი არაფერი, მაკედონიამ ყველა სასიამოვნოდ გააოცა. ეს არ არის მხოლოდ ერთი მოთამაშის, ბარსელონას ვარკვლავის, კირილ ლაზაროვის გუნდი. ლაზაროვმა ბევრი გაიტანა, მაგრამ მასზე არანაკლებ ითამაშეს გამთამაშებელმა ფილიპ მირკულოვსკიმ, პივოტმა სტოიანჩე სტოილოვმა, ორივე გარემარბმა - დეიან მანაშკოვმა და ახალგაზრდა გოჩე გეორგიევსკიმ, მეკარე რისტოვსკიმ, ანგარიშში კი ეს ასე აისახა: 33-25.

ამის შემდეგი იყო გერმანიისა და პოლონეთის თამაში. ამ მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში პოლონეთმა ორი მატჩის ჯამში დაამაცხა გერმანია და მუნდიალის მიღმა დატოვა, მაგრამ საქმეში IHF ჩაერია და გერმანია ავსტრალიის მაგივრად დაუშვა შეჯიბრებაზე.

მაყურებელთა შეფარდება აქაც იმ გუნდის სასარგელოდ იყო, რომელმაც წააგო - პოლონელები ბლომად და კომპაქტურად ისხდნენ და დიდი ხმაურიც ჰქონდათ , გერმანელები - აქა-იქ, ცალ-ცალკე და ჩუმად.

გერმანიას უკანა ხაზში რამდენიმე მოთამაშე აკლია ტრავმის გამო, მათ შორის, შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის გმირი, ჰოლგერ გლანდორფი. მათ ისლანდიელ მწვრთნელს, დაგურ სიგურდსონს ამ უბანზე ძალიან შეზღუდული არჩევანი ჰქონდა - შემტევთაგან ყველაზე მაღალი შტეფენ ვაინჰოლდი (191 სმ) იყო მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი უკანა ხაზის (ბელეცკი, ლიევსკი, მ. იურეცკი, იურკევიჩი) წინააღმდეგ.

აბა რის ხარჯზე მოიგო გერმანიამ? მათი ორი გარემარბი პოლონელებზე ბევრად უკეთესია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისინი ძალიან დაიტვირთნენ - გენსჰაიმერმა და გრიოცკიმ თამაშიდან 6 გოლი გაიტანეს. ორმა გერმანელმა მეკარემ ჯამში 6 ბურთით მეტი მოიგერია, ვიდრე პოლონელთა დუეტმა, ვაინჰოლდიც ნამდვილი ლიდერი იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი მიზეზი.

სიგურდსონმა ძალიან თანაბრად გადაანაწილა ძალები. მან ყველა ათამაშა, ოღონდ გუნდი ფაქტიურად ორად გაჰყო - ნაწილი შეტევაში თამაშობდა, ნაწილი - დაცვაში. როცა საშუალება იყო, დაცვის სამი შუა მოთამაშე იცვლებოდა და ძალიან აქტიურადაც უშლიდა ხელს მეტოქეს, გლანდორფი, შტრობელი და კრაუსი კი ისვენებდნენ. სულ ბოლოს თამაშში ჩაერთო იოჰანეს ზელინი, რომელიც ერთადერთხელ გავიდა მოედანზე, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში - როდესაც გენსჰაიმერსა და გრიოცკის ზედიზედ სამი შვიდმეტრიანი ჰქონდათ გაფუჭებული. მან ძალიან მნიშვნელოვანი პენალტი შეაგდო 54-ე წუთზე და საბოლოოდ დააწინაურა გერმანია - 26-25, ჯამში კი 29-26.

დანარჩენ ორ დარბაზში რა მოხდა, ამას ოქმებიდან შეიტყობთ და ვიდეოებსაც დავურთავთ, ხოლო ლუსაილში ბოლო თამაში იყო დანია-არგენტინა. გადავწყვიტეთ, ჯერ გვევახშმა. ამ მხრივ პირობები შესანიშნავია. და საერთოდაც, ყველა ქვეყნის ყველა ჟურნალისტის ყველა ხარჯს IHF და ორგანიზატორები იხდიან.

ვივახშმეთ. სილკ ტი-ვის ბიჭები, ლევან ღუდუშაური და ლუკა ნაკაშიძე შინ წავიდნენ, მე და ლელოს რედაქტორი, თენგიზ გაჩეჩილაძე დარბაზში შევბრუნდით. ანგარიში 7-7 იყო, მაგრამ დანია იოლად გავიდა წინ ტაიმის ბოლომდე - 13-8. მიქელ ჰანსენი მოედანზე იყო. დაიზლაზნებოდა.

- ჩვენც ხომ არ წავიდეთ, ბატონო თენგიზ? დღეში ოთხი ნამეტანია. თუგინდა, ხელბურთიც.

- ავტობუსის განრიგი ვნახოთ ბარემ. ჰო, რა უნდა ქნას ეხლა არგენტინამ?

- არა, არგენტინა ამერიკის ჩემპიონია. სრულიად ამერიკის, არც მასეა საქმე. მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამს.

ავტობუსმა გაგვასწრო და დაგვრჩა ნახევარი საათი შემდეგ რეისამდე. შეგვეძლო გვეყურებინა შვედეთ-ისლანდიის ანაც საფრანგეთ-ჩეხეთისთვის პრესცენტრში, მაგრამ რატომღაც დარბაზში ავბრუნდით, ცალი თვალის შესავლებად.

არც არაფერი. პირველი ათი წუთის შემდეგ სხვაობა იგივეა, 17-12, მაგრამ, როდესაც ხუთ წუთში ფედერიკო პისარო ანგარიშს 15-17 ხდის, გადავწყვიტეთ, რომ ვრჩებით - ავტობუსები ბევრია და გვიანობამდე. რა იცი, აქ რა ხდება.

მეორმოცე წუთზე დიეგო სიმონეტს სხვაობა ერთამდე დაყავს - 18-19. მაგრამ დანია დანიაა და გადის ისევ წინ სამით - 24-21, რჩება სამი წუთი.

სამწუთნახევარი სირენამდე: სებასტიან სიმონეტი - 22-24.

წუთნახევარი: კასპერ მორგენსენის ჯარიმა შეტევაში და ლეონარდო კერინის სწრაფი ბრეიკი - 23-24.

წუთი და 4 წამი - ახლა მიქელ ჰანსენი ჯარიმდება შეტევისას. არგენტინის ტაიმაუტი.

და დასრულებამდე 20 წამით ადრე - დიეგო სიმონეტის ძალიან მძლავრი შორეული დარტყმა - 24-24. დანიის ბოლო შეტევა, დიეგოს გაძევება, მაგრამ დრო ამოწურულია და ჰანსენის ცხრამეტრიანს იგერიებს მეკარე გარსია.

ბოლოს იყო ავტობუსის სუდანელი მძღოლის ამბავი, რომელსაც მოგიყვებით ხვალ. ან ზეგ. დრო ბევრი გვაქვს. ჩემპიონატი 1 თებერვალს მთავრდება. თანაც მესამე დღიდან იოლი რეჟიმია - დღეში ორი მატჩი თითო დარბაზში. ვისაუბრებთ ხელბურთზეც და ყატარზეც.

მამუკა ჩიხლაძე, Geohandball.ge – სპეციალურად, ყატარიდან

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები

16 იანვარი

A ჯგუფი: ესპანეთი, სლოვენია, ყატარი, ბელარუსი, ბრაზილია, ჩილე

ესპანეთი 38 - აგინაგალდე 6/6, მაკედა 10/6 , კანელასი 8/5

ბელარუსი 33 – ციტოუ 5/5, შუმაკი 4/4, ს. რუტენკა 2/1

--

სლოვენია 36 - გაიჩი 12/9, დოლენეცი 5/5 - პროსტი 11/25-44%

ჩილე 23 - რ. სალინასი 17/10

17 იან, 18:00 ბრაზილია-ესპანეთი, 18:00 ბელარუსი-სლოვენია, 20:00 ჩილე-ყატარი

--

B ჯგუფი: ხორვატია, ბოსნია, მაკედონია, ავსტრია, ტუნისი, ირანი

ბოსნია 30 - ცელიცა 8/6, კარაჯიჩი 5+4პასი

ირანი 25 - ესტეკი 12/7

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/10t6d7o21beko1bfz666ozn3ls/title/bosnia-and-herzegovina-v-iran

--

მაკედონია 33 - ლაზაროვი 17/10 (5პენალტი), მანაშკოვი 6/5, მირკულოვსკი 7/6+6პასი

ტუნისი 25 - ტეი 6, სანაი 5

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/tsafzpckwhv915tpqvg7u2j79/title/macedonia-v-tunisia

--

ხორვატია 32 - ჩუპიჩი 11, დუვნიაკი 6

ავსტრია 30 - ვებერი 7, სილაგი 7, რაულ სანტოსი 6

17 იან, 20:00 ტუნისი-ხორვატია, 20:00 ირანი-მაკედონია, 22:00 ავსტრია-ბოსნია (2)

--

C ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ალჟირი, ჩეხეთი, ეგვიპტე, ისლანდია

ალჟირი - ეგვიპტე 20-34

--

საფრანგეთი 30 - ნ. კარაბატიჩი 7, გიგუ 7, სორენდო 5

ჩეხეთი 27 - ჰორაკი 8, ზდრაჰალა 7

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/pryocjl0eyst1v3a53873tue1/title/france-v-czech

--

შვედეთი 24 - ეკბერგი 7, ოსტლუნდი 6, ნილსონი 5 - მ. ანდერსონი 46%

ისლანდია 16 - ატლასონი 5, პალმარსონი 4, სიგურდსონი 1

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/rjudituws5kl1hipl1qyzx1vx/title/sweden-v-iceland

18 იან, 20:00 ისლანდია-ალჟირი, 22:00 ჩეხეთი-შვედეთი, 22:00 ეგვიპტე-საფრანგეთი

--

D ჯგუფი: დანია, პოლონეთი, რუსეთი, არგენტინა, საუდის არაბეთი, გერმანია

რუსეთი 27 - ჟიტნიკოვი 4, დერევენი 4 - ლევშინი 9/7-53%

საუდეთი 17 - ალ აბასი 4/4, ალ ჰანაბი 10/4

--

პოლონეთი 26 - ლიევსკი 10/7, მ. იურეცკი 9/5, ბ. იურეცკი 4/3

გერმანია 29 - ვაინჰოლდი 12/9, გენსჰაიმერი 11/7(6/4პ), გრიოცკი 6/4

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/l643rliikr2b146c7xl3rqlff/title/poland-v-germany

--

დანია 24 - ეგერტი 5, ლაუგე 3, მორტენსენი 3, ჰანსენი 2

არგენტინა 24 - პისარო 8, ს. სიმონეტი 5, დ. სიმონეტი 4

http://www.handball2015.en.beinsports.net/videos/article/14ouwh9v2fyxf1mw0ufn0cp7o9/title/denmark-v-argentina

18 იან, 20:00 არგენტინა-პოლონეთი, 20:00 გერმანია-რუსეთი, 22:00 საუდეთი-დანია

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

0.113861