თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მე-2 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე მე-8 რეიტინგის მქონე ფრანგ ოდრი ალბის დაუპირისპირდა და 4:6, 3:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში გორგოძე და სოფო ქვაცაბაია მთავარ ფავორიტებად არიან მიჩნეულნი და მეოთხედფინალში სლოვაკებს – შმიედლოვას და უბერალოვას გაეჯიბრებიან.