ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი ფეხბურთს დაუბრუნდა. 38 წლის ვეტერანი ესპანეთის პირველი რეგიონალური ლიგის კლუბ “დეპორტივო სანტა ანას” მაისურს მოირგებს. “ელ მორო” ახალ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.
მორიენტესმა აქტიური საფეხბურთო კარიერა 2010 წელს დაასრულა. იგი ბოლოს “მარსელის” ღირსებას იცავდა. “მარსელის” გარდა, ხანგრძლივი კარიერის განმალობაში ფერნანდო “ალბასეტეს”, “სარაგოსას”, “რეალის”, “მონაკოს”, “ლივერპულისა” და “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.
“ელ მოროს” ესპანეთის ნაკრების მაისურით 47-ჯერ უთამაშია და 27 გოლი აქვს გატანილი.