კალათბურთი

22:25 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის გუნდებმა დაფინანსება მიიღეს

დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგის მონაწილე გუნდებს შეხვდა და საბოლოოდ გაირკვა მათი დაფინანსების საკითხი, რომლებსაც გუნდები 2015 წლის იანვრიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით მიიღებენ. აღნიშნული შეხვედრა მასმედიისთვის დახურული იყო. ღონისძიების დასრულების შემდეგ "მსოფლიო სპორტი" საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს დაუკავშირდა, რომელაც ჩვენთან საუბარში განაცხადა: "ჩემი და კლუბების შეხვედრამ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა და ყველა საკითხებზე შევჯერდით, რომელიც დღის წესრიგში იყო. დაფინანსების პირველ ეტაპზე "დინამო", "ოლიმპი" და "მგზავრები-არმია" 300-300 ათას ლარს მიიღებენ. რეგიონების გუნდებს "რუსთავს", "ქუთაისი 2010" და “ბათუმს” ადგილობრივი თვითმართველობა აფინანსებს, დანარჩენი გუნდებიდან "შსს აკადემიას" შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო "სოხუმს" საქართველოს რკინიგზა დაეხმარება.

სუპერლიგის რვავე კლუბი, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, ანუ 2015-16 წლების საკალათბურთო სეზონის დაწყების წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოსაგან დამატებით 100-100 ათას ლარს მიიღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან უმაღლეს ლიგაში დარჩენის შემთხვევაში კალათბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოსაგან "დინამო", "ოლიმპი" და "მგზავრები-არმია" მინიმუმ 400-400 ათას ლარს მიიღებენ. რაც შეეხება სუპერლიგის დანარჩენ გუნდებს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობები და სხვადასხვა ორგანიზაციები აფინანსებენ, შეიძლება 400 ათას ლარზე მეტიც მიიღონ".

0.103054