ვერის ბაღში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატზე რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდება, დღეს ნახევარფინალური სერიის პირველი პარტიები გაიმართა.
შესანიშნავად ითამაშეს შავებით მოასპარეზე ეროვნული ნაკრების წევრებმა მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ, როლებმაც შეძლეს მეტოქეთა დამარცხება და სერიაში 1-0 დაწინაურდნენ. ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრები 17 იანვარს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ სერიაში მჭედლიშვილისა და ფანცულაიას მეტოქეები შესაბამისად მერაბ გაგუნაშვილი და დავით ჯოჯუა არიან.