ანდალუსიის “გრანადას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ დაკავებული პოსტიდან მთავარი მწვრთნელი ხოაკინ კაპაროსი გაათავისუფლა. დროებით სამხრეთელებს ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი ხოსება აგუადო უთავკაცებს.
მომავალ კვირას “გრანადა” მადრიდს ესტუმრება, სადაც “ვისენტე კალდერონზე” დიეგო სიმეონეს “ატლეტიკოს” გაეჯიბრება. ამ მატჩში ანდალუსიელებს მინდორზე აგუადო გაიყვანს.
“გრანადა” ესპანეთის ლა ლიგაში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით ბოლო ადგილზეა.