ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი პადი მაკნეირი სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსით გავა.
BBC-ს ცნობით, 19 წლის ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა სწორედ 2015 წლის ზაფხულში ეწურება.
მხარეებს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მაგრამ მაკნეირმა მანჩესტერელთა პირველი წინადადება იუარა და ამის შემდეგ ახალი შეთავაზება არც მიუღია.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მაკნეირმა 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.