ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ჯორდონ იბე “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა “ენფილდ როუდზე” დააბრუნა.
19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი ჩემპიონშიფის “დერბი ქაუნთიში” დაიწყო და 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ჯორდონის დამაჯერებელი თამაში მერსისაიდელთა სამწვრთნელო შტაბს ყურადღებიდან არ გამოპარვია და სეზონის ბოლომდე გაფორმებული განათხოვრების ხელშეკრულება ვადაზე ადრე გააუქმეს.
თუ როჯერსი მოისურვებს, იბე 17 იანვარს უკვე “ლივერპულის” მაისურით, “ასტონ ვილას” წინააღმდეგ ითამაშებს.