“ლეიკერსის” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის ლიდერი 36 წლის კობი ბრაიანტი “ლეიკერსს” “იუტას” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. როგორც წყარო იუწყება, “შავი მამბა” გუნდს იუტაში არ გაჰყვა.
კობიმ “კლივლენდთან” მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა და 17 პასი. კობისთვის 17 პასი სარეკორდო მაჩვენებელია. როგორც ჩანს, “შავმა მამბამ” დასვენება გადაწყვიტა.
“იუტა” - “ლეიკერსის” მატჩი 17 იანვარს თბილისის დროით გამთენიისას 6 საათზე დაიწყება.