ფეხბურთი

16:20 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა 6 კვირა იუქმებს, დებუში 3 თვე

“არსენალის” თავკაცმა ფრანგმა არსენ ვენგერმა მცველის მატიე დებუშის და ნახევარმცველის მიქაელ არტეტას ტრავმებზე ისაუბრა. ორივე ფებურთელმა ოპერაცია გაიკეთა, დებუშიმ –ფეხზე, არტეტამ – მხარზე.

ვენგერის თქმით, დებუში სამ თვეს გამოტოვებს, ხოლო ესპანელი 6 კვირას.

აარონ რემზი, ტეო უოლკოტი და მესუთ იოზილი ჯანმრთელად არიან, ისინი “სიტისთან” მატჩში გუნდს დაეხმარებიან.

“სიტი” – “არსენალის” შეხვედრა 18 იანვარს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.113459