ფეხბურთი

15:44 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილს ოფი-ს პრეზიდენტთან შეხვედრა სურს

ოფი-ს ქართველ ლეგიონერს გიორგი მერებაშვილს კლუბის პრეზიდენტ ნიკოს მახლასთან საუბარი სურს, რათა კრეტაზე თავისი მომავალი გაარკვიოს. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ sport24.gr-სთან ისაუბრა.

“მსურს ნიკოს მახლასს რამდენიმე საკითხზე ვესაუბრო. დღემდე ვერ ვნახე, რომ ველაპარაკო. შევხედავ ის რას მეტყვის, ავუხსნი მე რა მინდა და ვნახავ რა მოხდება. ოფი-ში დარჩენა და გუნდის დახმარება მსურს, რათა მან თავის მიზანს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს რამდენად რთულია. თუმცა, ბოლო პერიოდში გარკვეულ პრობლემებს შევეჯახე და ამიტომ, ნიკოს მახლასთან შეხვედრა მინდა. ბოლო საათების განმავლობაში ოფი-ს გულშემატკივრებისგან ათობით შეტყობინება მივიღე და ამის გამი თავს კარგად ვგრძნობ. მსურს მათ მადლობა ვუთხრა” – თქვა მერებაშვილმა.

ბოლო დროს ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოფი-ს ფინანსური პრობლემები აქვს და ფეხბურთელებს ხელფასს ვერ უხდის.

0.11673