კალათბურთი

12:54 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე სასტარტოს 10 ქულით დაუბრუნდა

ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე ტრავმიანობის შემდეგ, “სან დიეგო ტორერორის” სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, რაც მის შედეგიანობაზეც აისახა.

“სენტ მერისთან” წაგებულ (58:70) მატჩში სანაძემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი შესძინა. დუდამ 6-დან 1 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

სანაძე შედეგიანობის მხრივ მხოლოდ გუნდის ბომბარდირ ჯონი დის ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.

“ვესთ ქოუსთის” დივიზიონში “სან დიეგოს” 2 მოგებით და 5 მარცხით მე-8 ადგილი უკავია, შემდეგ მატჩს კი 17 იანვარს “პასიფიქის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.117394