ფეხბურთი

12:35 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

MLS-ის უძვირფასესი მოთამაშის ტიტული დონოვანის სახელობის იქნება

ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშის ტიტული ამიერიდან ლენდონ დონოვანის სახელობის იქნება.

“უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ვეცდები ისე გავატარო დარჩენილი ცხოვრება, რომ ჩემი სახელი ნამდვილად შეესაბამებოდეს MVP-ს ღირსებას” - განუცხადა დონოვანმა FoxSports-ს.

კარიერის განმავლობაში დონოვანმა ექვსჯერ მოიგო MLS-ის თასი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის უძლიერესი კლუბები მონაწილეობენ. მან ჩრდილოამერიკის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატში გატარებულ პერიოდში 144 გოლი გაიტანა და 136 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში დონოვანმა 157 მატჩში 57 გოლი გაიტანა და ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

კარიერის განმავლობაში ლენდონი “სან-ხოსეს”, “ლევერკუზენის”, “ლოს-ანჯელეს გელექსის”, “ბაიერნისა” და “ევერტონის” ღირსებას იცავდა.

0.133245