ფეხბურთი

19:51 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: “მესის კარიერის ჩვენთან დასრულება უნდა”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსე მარი ბართომეუ catalonya radio-ს ესაუბრა. მან კლუბის ირგვლივ მიმიდინარე საკითხებზე გააკეთა კომენტარი და კიდევ ერთხელ უარყო ლიონელ მესის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ აგორებული ხმები.

მესის თაობაზე – “ჩვენთან იგი ბედნიერია. გამარჯვების დიდი წყურვილი აქვს, მისნაირი ფეხბურთელი მეორე არ არსებობს. ლეოს კარიერის დასრულება ჩვენთან სურს. მისი მომავლის შესახებ არანაირი კითხვები არ არსებობს”.

კარლეს პუიოლზე – “პუიოლმა ჯერ კიდევ ნოემბერში მითხრა, რომ გუნდიდან წასვლას აპირებდა”.

ერიკ აბიდალზე – ერიკს ვესაუბრე, თუმცა დეტალებზე საუბარი ახლა არ შემიძლია. მისი დაბურნებისთვის მზად ვართ”.

ლუის ენრიკეზე – გუნდის მთავარ მწვრთნელთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს”.

ბოლო დროს მედიაში ხშირად ვრცელდება ხმები “ბარსელონას” პრეზიდენტს, ლუის ენრიკესა და ლიონელ მესის შორის კონფლიქტზე.

0.118724