ფეხბურთი

17:48 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შტელინს ჰრდლიჩკას “დინამოში” წასვლამ გული დაწყვიტა

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე შტელინმა, რომელიც ნახევარი წელია ზაპოროჟიეს “მეტალურგის” მთავარი სელექციონერად მუშაობს, ინტერნეტპორტალ football.ua-სთან ინტერვიუში, უკრაინული კლუბიდან თბილისის “დინამოში” ლიბორ ჰრდლიჩკას გადასვლის შესახებ შემდეგი თქვა:

“ძალიან საწყენი სიტუაციაა. ჩემთვის რთული აღსაქმელია ამ საკითხში პირადი ლაფსუსი და ის ფაქტი, რომ ლიბორი წავიდა. დეტალებს მოვყვები. ბოლო წლის განმავლობაში მან მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა. რატომ არ თამაშობდა ჩემთვის რთული განსასჯელია. იმ ერთი თვის განმავლობაში რაც გუნდთან ტომახმა იმუშავა, მაქსიმალური ყურადღება დავუთმეთ, რომ ის ფსიქოლოგიური ორმოდან ამოგვეყვანა და საშუალება მიგვეცა, რომ ვარჯიშებით და დუბლშემადგენლობაში თამაშით თავისი საუკეთესო თვისებები კვლავ დაებრუნებინა.

ერთი თვის გასვლის შემდეგ, ლიბორის პროგრესის შემხედვარე, გახარებული ვიყავი. მას პირადად ვესაუბრებოდი, მივანიშნებდი, რომ ლიბორის დატოვება გვსურდა. გარდა ამისა, ტომახიც ესაუბრებოდა, რომელმაც უთხრა, რომ კლუბს მისი იმედი აქვს და სამუშაო ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებს. თუმცა, იმ 5 წასული ფეხბურთელის მსგავსად, ჰრდლიჩკას დიდი ხანი კონკრეტული არაფერი უთხრეს.

მოგვიანებით, ლიბორმა წინადადება მიიღო “დინამოსგან”, რომელიც პირად ნაცნობობას და ჰრდლიჩკას მენეჯერის ავტორიტეტს ეფუძნებოდა. ლიბორმა “დინამოსთან” კონტრაქტი ყოველგვარი სინჯების გარეშე გააფორმა. სამწუხარო ისტორიაა. მხოლოდ ისღა მრჩება, რომ ლიბორს საქართველოში წარმატება ვუსურვო, ჩვენ კი სლოვაკის ნაცვლად კარგი მეკარე უნდა ვიპოვოთ”.

0.103889