ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ავსტრიელი მარლის შუპერი 6:1, 6:7 (4:7), 6:2 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში მე-8 ნომრად მიჩნეულ ფრანგ ოდრი ალბის ეთამაშება.
მერვედფინალში დაასრულა ასპარეზობა მე-4 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ, რომელმაც გერმანელ შარლოტ კლასენთან 6:3, 2:6, 4:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში გორგოძეს და ქვაცაბაიას პირველი განთესვა აქვთ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.