პოლონური ბიალისტოკის “იეგიელონიას” მთავარმა მწვრთნელმა მიხალ პრობიერცმა მიმდინარე წლის დასაწყისში ნიკა ძალამიძის ამხანაგურ მატჩებში არგამოსვლის მიზეზი ახსნა.
მისი თქმით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სხვა რეჟიმში ემზადება და როგორც “შუვალკისთან” (0:1), ასევე “კრაკოვიასთან” (2:1) მატჩები ამიტომ გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ეტაპზე ძალამიძემ 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.