ფეხბურთი

13:37 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” 17 წლის არგენტინელი შეიძინა

იტალიის “რომამ” არგენტინის “ნიუელს ოლდ ბოისიდან” 17 წლის თავდამსხმელი ეზეკიელ პონსე შეიძინა, რომლის საკუთარ რიგებში ხილვა “ტოტენჰემსაც” სურდა. ამის შესახებ არგენტინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ რომში არ გადაბარგდება და მინიმუმ ერთი წელი იჯარით ნიუელსელთა რიგებში იასპარეზებს.

“რომას” პონსეს შეძენა დაახლოებით 5 მილიონი ევრო დაუჯდა.

0.114436