ფეხბურთი

13:05 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” 4 მოისაკლისა და ორს სინჯავს

რუსთავის “მეტალურგი” ოთხმა ფეხბურთელმა გიორგი ქავთარაძემ, კახა კაკაშვილმა, ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ალავერდაშვილმა დატოვეს.

რუსთაველები, რომლებსაც ღრმა ფინანსური კრიზისი აქვთ, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის 4 იანვრიდან ემზადებიან.

ამჟამად, გუნდში 19 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე სარიშვილი და 22 წლის ასევე შუახაზელი თორნიკე სტეფნიაშვილი ისინჯებიან. პირველი მათგანი მიმდინარე სეზონის პირველ წრეში “დინამო 2”-ში გამოდიოდა, ხოლო მეორე “სასკოში”. ეს უკანასკნელი პირველ ლიგაში ასპარეზობს, ხოლო “დინამო 2”-მა ამავე ლიგაში გამოსვლა შეწყვიტა, რადგან გუნდი გაუქმდა.

0.115469