ფეხბურთი

10:42 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია: “თუ კონკრეტული წინადადებით მომმართავენ, ვიფიქრებ”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველმა სოლომონ კვირკველიამ ინტერნეტპორტალ itar-tass.com-თან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის “დინამოდან” არავინ დაკავშირებია.

“დინამოს” დაინტერესების შესახებ მასმედიაში წავიკითხე. თუმცა, არც “რუბინის” ხელმძღვანელობას და არც მოსკოვური კლუბის წარმომადგენლებს ამ საკითხზე ჩემთვის არ მოუმართავთ. ამიტომ, ამჟამად მხოლოდ ყაზანურ კლუბზე ვფიქრობ. თუ კონკრეტული წინადადებით მომმართავენ, მასზე ვიფიქრებ”, - თქვა კვირკველიამ.

“სპორტ-ექსპრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ “დინამომ” კვირკველიას თაობაზე ყაზანელებს ოფიციალურად მიმართა მოსკოველთა სპორტულმა დირექტორმა გურამ აჯოევმა არ დაადასტურა:

“ინფორმაცია, რომ “დინამო” ფეხბურთელ სოლომონ კვირკველიას თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს სიმართლეს არ შეესაბამება”.

0.128907