ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” ევროთასის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ყაზანელები შინაურ კედლებში ჩეხურ “ნიმბურკს” დაუხვდნენ და 75:67 იმარჯვეს.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 10:10 წუთი გაატარა და 3 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. სანიკიძემ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
რუსული კლუბის რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, ორმა კი ორმაგი დუბლიც შეასრულა: პაველ ანტიპოვის მონაგარი 11 ქულა და 13 მოხსნა იყო, კოსტას კაიმაკოღლუსი კი – 10 ქულა და 10 მოხსნა.
“უნიკსს” A ჯგუფში თითო მოგება-წაგება გააჩნია და მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, შინ, ლიდერ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” გამართავს.