ჭადრაკი

23:17 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და გურიელი ჭადრაკის სახელმწიფო პროგრამას მიესალმებიან

ჭადრაკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ კომენტარი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ და ოლიმპიადისვე სამგზის ჩემპიონმა ნინო გურიელმა გააკეთეს.

ნანა ძაგნიძე: “ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ქართული ჭადრაკის მომავლის გადასარჩენად გადადგმული რეალური ნაბიჯია. ამან დადებითი ასახვა უნდა ჰპოვოს არამარტო ქვეყნის იმიჯზე, როგორც უმაღლესი საჭადრაკო ფორუმების ღირსეულ მასპინძელზე, არამედ დიდი მხარდაჭერა გაუწიოს მოქმედ მოჭადრაკეებს – არსებული უზარმაზარი კონკურენციის პირობებში, მსოფლიო მაშტაბით ახალი წარმატებების მისაღწევად. რაც მთავარია, ახალ თაობას მისცეს სტიმული და შესაძლებლობა, განაგრძოს სვლა უფრო დიდი წარმატებებისაკენ”.

ნინო გურიელი: “მივესალმები ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის შემადგენლობას და მის ხელმძღვანელს. ეს პროგრამა არის დაფასება ქართული ჭადრაკის და მისი ტრადიციების, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ლეგენდარულმა ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა”.

0.14062