“ტუტოსპორტის” ცნობით, მადრიდის “რეალი” მზადაა “იუვენტუსის” 21 წლის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა შეიძინოს.
წყაროს ინფორმაციით, “რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ზაფხულში გადაწყვეტილი აქვს პოგბას შეძენა. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში სერია ა-ში პოგბამ 15 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.