პოლონეთის ნაკრებისა და დორტმუნდის ნახევარმცველმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ განაცხადა, რომ უკვე დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი და უახლოეს მომავალში მისი პრეზენტაციაც შედგება. წიგნს ჰქვია “კუბა” – ფეხბურთელის მეტსახელია.
ცნობილია, რომ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ბავშვობაში დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი: 10 წლის იყო, როცა მამამისმა დედა მოუკლა. ამ ტრაგედიას წიგნშიც ასახავს.
"წიგნში არაფერი დამიმალავს. ყველაფერი დავწერე, რაც გადავიტანე. მამა რომ დედას კლავდა, ამას ვუყურებდი ჩემი თვალებით. ჩემი გონებიდან ეს არ წაშლილა და არც წაიშლება. ყველანაირად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, უფრო ძლიერი გავხდი. რატომ გავხდი უფრო ძლიერი? იმიტომ, რომ ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო, უკვე მოხდა. ადამიანს სწორედ რთული მომენტები აძლიერებს, უფრო იოლად ახერხებს პრობლემების გადალახვას. ახლა სულერთია, რა მოხდება ჩემს თავს. ყველაზე მძიმე რამ უკვე ვნახე” – თქვა ბლაშჩიკოვსკიმ.
პოლონელი ფეხბურთელი ყოველ გატანილ გოლს დედის ხსოვნას უძღვნის.