ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპული” “პარი სენ ჟერმენის” არგენტინელი თავდამსხმელის, ეზეკიელ ლავესის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს.
თუ The Telegraph-ს დავუჯერებთ, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი 29 წლის არგენტინელი შემტევის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა და მან კლუბის ხელმძღვანელობას ლავესის ყიდვის თხოვნით მიმართა. იგივე წყაროს ცნობით, “ლივერპული” მზადაა პსჟ-ს, ფეხბურთელის სანაცვლოდ, 8 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
ეზეკიელ ლავესი, მიმდინარე სეზონში, პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში არცთუ ხშირად ხვდება. ლიგა ერთის 20 ტურიდან ის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 8-ჯერ მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულის” გარდა, ლავესის შეძენის სურვილს “ინტერი”, “ნაპოლი” და “ვალენსიაც” გამოთქვამენ.