“უნტერჰახინგის” ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, “ინგოლშტადტთან” ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა.
“უნტერჰახინგი” 3:4 დამარცხდა, ხოლო 20 წლის ფეხბურთელმა თავი 57-ე და 74-ე წუთებზე გამოიჩინა. პირველ შემთხვევაში მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:4 გახდა, ხოლო მეორედ – 3:4.
მიმდინარე სეზონში, ჰუფნაგელმა, რომელსაც საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, “უნტერჰახინგში” 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.