ფეხბურთი

18:51 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” დესტროს გაშვებაზე თანახმაა

ინტერნეტგამოცემა Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომა” გუნდის თავდამსხმელის, მატეა დესტროს გაშვებაზე თანახმაა, მაგრამ “ჯალოროსი” ყაბულს მხოლოდ არენდაზე იქნება.

23 წლის თავდამსხმელს, მიმდინარე სეზონში, მოედანზე გასვლის შანსი ხშირად არ ეძლევა. სერია A-ში მან 14-ჯერ კი ითამაშა, მგარამ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დესტროს დამატებით “ჩელსია” დაინტერესებული, ხოლო რომაელთა მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ფეხბურთელის საზღვარგარეთ გაშვების წინააღმდეგი არაა.

თავად დესტრო შექმნილ სიტუაციაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: “ამბობენ, რომ მე საკალათბურთო გუნდის მე-6 მოთამაშე ვარ. ვამჯობინებ, რომ სასტარტო ხუთეულში ვხვდებოდე. ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის სურვილია.”

0.114386