მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწემ პოლ კლემენტმა განაცხადა, რომ ამჟამად “სამეფო კლუბში” მუშაობა ურჩევნია და არა “ნიუკასლში”.
მას შემდეგ, რაც ალან პარდიუმ “კაჭკაჭების” თავკაცის პოსტი დატოვა, კლუბი ახალი სპეციალისტის ძიებაშია. კანდიდატთა შორის 42 წლის ინგლისელი პოლ კლერმენტიცაა.
“ნიუკასლი” ფანტასტიკური კლუბია და მსიამოვნებს, როცა ამ გუნდთან მაკავშირებენ, ისევე როგორც სხვა ინგლისურ კლუბებთან. მაგრამ ამ ეტაპზე მადრიდის “რეალში” მიღებული გამოცდილებით და მსოფლიო დონის ფეხბურთელებთან მუშაობით ვტკბები. ვისურვებდი მომავალში სახლში დავბრუნდე და მთავარი მწვრთნელის რანგში რომელიმე გუნდს ვუთავკაცო.” – განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.
კლემენტის სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს დაიწყო და 5 წლის განმავლობაში ის “ფულემის” 18-წლამდელთა გუნდს თავკაცობდა და იმავდროულად ირლანდიის 21-წლამდელთა მწვრთნელის ასისტენტიც გახლდათ.
2008 წლის 23 ნოემბრიდან 2009 წლის 1 ივლისამდე “ჩელსის” 21-წლამდელთა გუნდს ედგა სათავეში და ივლისიდან კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახდა. ლონდონურ კლუბის ძირითად გუნდში ორწლიანი მუშაობის შემდეგ, “ბლექბერნის” თავკაცსაც ეხმარებოდა, 2012 წლის იანვარში კი კვლავ იტალიელ სპეციალისტთან ერთად პსჟ-ში დაიწყო მუშაობა. 2013 წლიდან “სამეფო კლუბში” ირჯება.