მოსკოვის “დინამოს” ხელმძღვანელობამ ყაზანის “რუბინს” სოლომონ კვირკველიას ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ავტორიტეტული რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იუწყება.
“დინამო” მზადაა ყაზანელებთან შესაძლო გარიგება განიხილოს და უახლოეს ხანში ოფიციალური მოლაპარაკება დაიწყოს. “სპორტ-ექსპრესის” ინფორმაციით, “რუბინი” ქართველი ლეგიონერის მიმდინარე წლის ზაფხულამდე გაშვებას არ აპირებს, მაგრამ მზადაა სავარაუდო ტრანსფერზე იმსჯელოს და თავად მოთამაშის სამომავლო გეგმები დააზუსტოს.
23 წლის კვირკველიას, რომელიც წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვით ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე გახდა, “რუბინთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ეტაპზე მან ყაზანელთა რიგებში 17 მატჩი შეუცვლელად ითამაშა.