ფეხბურთი

17:21 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ფეხბურთის თამაშს კიდევ 7-8 წელი აპირებს

2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ფიფას ოფიციალურ საიტთან საუბრისას განაცხადა, რომ 29 წლისაა, მაგრამ თავს ისე გრძნობს, თითქოს 25 წლის იყოს.

“ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ბოლო რვა წლის განმავლობაში გაწეული შრომა მიფასდება. მე ჩავეწერე ფეხბურთის და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ისტორიაში და შეუძლებელია ამით ამაყი არ ვიყო.

თავს ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ. მგონია, რომ 25 წლის ვარ. ვფიქრობ, ასეთ დონეზე თამაში კიდევ 7-8 წელი შემეძლება”, - განაცხადა რონალდუმ.

29 წლის ფეხბურთელმა ორი დღის წინ “ოქროს ბურთი” ზედიზედ მეორედ, სულ კი კარიერაში მესამედ მოიგო.

0.116135