ფეხბურთი

14:15 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორია და მერებაშვილი “პანაიტილიკოსთან” ვერ ითამაშებენ

ოფი-ს მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ოთხშაბათს საბერძნეთის სუპერლიგის მე-18 ტურში “პანაიტოლიკოსთან” სტუმრად ჩასატარებელ მატჩში კრეტელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ.

ინტერნეტპორტალ cretalive.gr-ის ინფორმაციით, ლორია დისკომფორტს გრძნობდა და “პანაიტოლიკოსთან” სათამაშოდ ამიტომ ვერ გაემგზავრა, ხოლო მერებაშვილი შეხვედრას დისკვალიფიკაცის მიზეზით გამოტოვებს. მას პირველ წრეში 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა.

0.117497