დიდი სლემის 17-გზის გამარჯვებულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა brisbane international-ის ტურნირის ფინალში მე-1000 მატჩი მოიგო და საიუბილეო გამარჯვება ორიგინალურად აღნიშნა. ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან ერთად, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა სიდნეის ნავსადგურში მოტორიანი ნავებით გაისეირნა და მათ გზაში ჩოგბურთიც ითამაშეს. ჰიუიტი და ფედერერი ცდილობდნენ ნავზე თავი შეემაგრებინათ და ერთმანეთისთვის ბურთი მიეწოდებინათ.