სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:04 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ბოატენგი დაიბრუნა

განაში დაბადებული, იტალიის მოქალაქეობის მქონე ფორვარდი კინგსლი ბოატენგი, ჰოლანდიურ “ბრედაში” ნახევარწლიანი მოღვაწეობის შემდეგ იტალიურ “მილანს” დაუბრუნდა.

20 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში “მილანის” ფეხბურთელი იყო, მაგრამ განათხოვრების წესით “კატანიაში” თამაშობდა. ზაფხულში მან “ბრედასთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა, De Telegraaf-ის ცნობით, იტალიელებმა მოთამაშის უკან გამოსყიდვის უფლებით ისარგებლეს და კინგსლი მილანში დააბრუნეს.

განელმა მანამდე ჰოლანდიის ჩემპიონატის 14 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113688