ფეხბურთი

12:19 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემი” სონგის კონტრაქტის გამოსყიდვას გეგმავს

ლონდონის “ვესტ ჰემი” ეცდება კამერუნელ ნახევარმცველ ალექს სონგთან, რომლის სატრანსფერო უფლებაც კატალონიურ “ბარსელონას” ეკუთვნის და ფეხბურთელი “ნისლიან ალბიონზე” განათხოვრების წესით თამაშობს, სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს.

27 წლის ფეხბურთელი “ვესტ ჰემში” სეზონის დასაწყისში მივიდა, გუნდის შემადგენლობაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი და ლონდონელებსაც “ბარსელონასთან” მოლაპარაკების წამოწყებისკენ უბიძგა. “ჩაქუჩებს” ვადა სეზონის ბოლომდე აქვთ, რადგან დიდი ალბათობით სონგს სხვა მსურველებიც გამოუჩნდებიან და მერე მისი შეძენა უფრო რთული იქნება.

თავად ალექსი ამბობს, რომ “ბარსელონაში” დაბრუნება აღარ სურს და მზადაა სემ ელერდაისის გუნდში დარჩეს, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.116824