ფეხბურთი

11:41 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ო-ს იტალიაში დაბრუნება უნდა

კამერუნის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდს სამუელ ეტო’ო-ს, რომელმაც 2009-2011 წლებში მილანის “ინტერში” ორი სეზონი გაატარა, იტალიაში დაბრუნება უნდა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, “ევერტონის” 33 წლის ფეხბურთელს, რომლის ოჯახიც მილანში ცხოვრობს, ამის ძალიან კარგი შანსი აქვს, რადგან მისით “სამპდორიაა” დაინტერესებული. სამუელმა გენუელებს თანხმობა უკვე მისცა და ახლა კონტრაქტის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

პარალელურად, ეტო’ო-ს აგენტი ინგლისში ჩავიდა და ლივერპულელებს “სამპდორიას” ახალი სატრანსფერო წინადადება ჩაუტანა. თუ შეთანხმება შედგა, კამერუნელმა 2+1 კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 2 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები დაემატება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:47 | 14.01.2015
BEERTRANCE (97819)

მილანს კათარზისს კიდე ეგ უნდა DDDDDDDDDD

12:55 | 14.01.2015
CR7NOLE (15561)

სამაგიეროდ იტალიაში იგულავებს, როგორც ბებერი იტალიელები გულაობენ, ვარჯიშით თავს არ იკლავენ და მოედანზეც დაგორაობენ

12:57 | 14.01.2015
Alex Qavtaradze (149)

კონკრეტულად რომელი არ იკლავს ვარჯიშით თავს და მოედანზე დაგორავს?

14:04 | 14.01.2015
CR7NOLE (15561)

კრისტიანო რონალდო და გარეთ ბეილი

12:46 | 14.01.2015
RMA FANS (3925)

კარიერის დასრულება არ უნდა?

11:51 | 14.01.2015
Spaghetti (1521)

კარგია თუ დაბრუნდება იტალიაში... გვჭირდება ძლიერი სერია A

13:46 | 14.01.2015
BEERTRANCE (97819)

ეს მაქსიმუმ ჩვენს დოღლიგას თუ გააძლიერებს DDDDDDDDDDDD

11:56 | 14.01.2015
xavi1987 (4225)

ამის გაძლიერებული ჩემპიონატი მოვDღან მე

11:50 | 14.01.2015
xavi1987 (4225)

2 მილიონიო. სულ ცოტა ხნის წინ ანჟიში 20 მილიონს ღებულობდა

13:46 | 14.01.2015
BEERTRANCE (97819)

მოაჯინეს ადგილზე DDDDD

11:51 | 14.01.2015
Spaghetti (1521)

რას იზამ დრონი მეფობენ))

0.066923