ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენლები ლონდონის “ტოტენჰემის” წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და მათთან ბრაზილელი ნახევარმცველის, პაულინიოს შეძენის შესაძლებლობა განიხილეს.
Football Italia-ს ცნობით, “ბებერი ქალბატონი” ცენტრალური ნახევარმცველის მიმართ დიდი ხანია ინტერესს იჩენს. თავის მხრივ, 26 წლის ფეხბურთელი ლონდონელთა რიგებში იშვიათად ჩნდება (7 მატჩი პრემიერლიგაში) და ინგლისელებმა კლუბების შეთავაზებების განხილვა დაიწყეს.
პაულინიოს მიმართ ინტერესს “მილანი”, “ინტერი”, “ნაპოლი” და რამდენიმე ბრაზილიური კლუბი იჩენდა. ახლა მათ “იუვენტუსიც” დაემატა. კონკრეტულ წინადადებამდე საქმე ჯერ არ მისულა, მაგრამ მენეჯერების დონეზე კონტაქტი უკვე შედგა და ახლა ყველაფერი დროის და გემოვნების საკითხია.