ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეში მიმდინარე დიდ საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. რა თქმა უნდა ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩვეულ ინტერესს ბაადურ ჯობავა – ივან შარიჩის შეხვედრა იწვევდა. სამწუხაროდ, ქართველმა დიდოსტატმა ისევ წააგო და 0,5 ქულით ერთპიროვნული აუტსაიდერი გახდა.
სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია უკრაინელი ვეტერანი დიდოსტატის ვასილი ივანჩუკის კარგი თამაში, რომელმაც ამჯერად მაქსიმ ვაშიე-ლეგრავს მოუგო და 3,5 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) - მაქსიმ ვაშიე-ლეგრავი (საფრანგეთი) 1-0
ფაბიანო კარუანა (იტალია) – უესლი სო (აშშ) 0,5-0,5
ლევონ არონიანი (სომხეთი) – რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი) 0,5-0,5
თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) – დინ ლიჟენი (ჩინეტი) 0-1
ჰოუ იფანი (ჩინეთი) – ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5-0,5
ლუკ ვან ველი (ჰოლანდია) – მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) 0-1
ბაადურ ჯობავა – ივან შარიჩი (ხორვატია) 0-1
სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:
1 ივანჩუკი 3,5 ქულა
2-3 კარუანა, დინ ლიჟენი 3-3
4-5 ვოიტაშეკი, სო 2,5-2,5
6-9 ვაშიე-ლეგრავი, გირი, შარიჩი, კარლსენი 2-2
10-11 რაჯაბოვი, არონიანი 1,5-1,5
12-13 ვან ველი, იფანი 1-1
14 ჯობავა 0,5
14 იანვარს მოჭადრაკეები ისვენებენ. მეხუთე ტურის პარტიები 15 იანვარს გაიმართება. აღნიშნული ტურის შეხვედრათა განრიგი ასეთია:
ვაშე-ლეგრავი – ვან ველი
დინ ლიჟენი – ივანჩუკი
შარიჩი – რაჯაბოვი
გირი – ჯობავა
სო – იფანი
ვოიტაშეკი – კარვანა
კარლსენი – არონიანი