“ვალენსიას” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი კარლეს ხილი კარიერას ბირმინგემის “ასტონ ვილაში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
22 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2019-წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. ხილის გადაბირება “ასტონ ვილას” 5 მილიონი ევრო დაუჯდა.
მიმდინარე სეზონში კარლესმა “ვალენსიას” მაისური 11-ჯერ მოირგო და თითო გოლითა და საგოლე გადაცემით შეეწია გუნდს.