ჭადრაკი

22:20 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალისტებიდან მხოლოდ ფანცულაია დაწინაურდა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელიც ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს, მეოთხედფინალური ეტაპის პირველი პარტიები გათამაშდა. დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ მხოლოდ ფანცულაიამ შეძლო დაწინაურება. მან დავით ბენიძეს მოუგო. დანარჩენი პარტიებიდნ ყველა ყაიმით დასრულდა. დღევანდელი შეხვედრებიდან ყველაზე დაძაბული მიხეილ მჭედლიშვილი – თორნიკე სანიკიძის შეხვედრა გამოდგა, რომელიც 5 საათზე მეტი გაგრძელდა.

დღევანდელი შეხვედრების ტექნიკური შედეგები:

ლუკა პაიჭაძე - მერაბ გაგუნაშვილი 0,5-0,5

მიხეილ მჭედლიშვილი – თორნიკე სანიკიძე 0,5-0,5

გიგა ყუფარაძე – დავით ჯოჯუა 0,5-0,5

ლევან ფანცულაია – დავით ბენიძე 1-0

მეოთხედფინალური შეხვედრების მეორე ტური 14 იანვარს გაიმართება.

0.117767