ჭადრაკი

22:10 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერმა ერთ-ერთ ლიდერს მოუგო

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მათ შორის აღსანიშნავია 0 ქულით ბოლო, მეათე ადგილზე მყოფი ალექსანდრა ვახანიას მიერ მოპოვებული გამარჯვება, რომელმაც ლიდერთა შორის მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი სალომე მელია დაამარცხა.

ასევე მოულოდნელი იყო სოფო გვეტაძის მიერ ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ლელა ჯავახიშვილის დამარცხება. რაც შეეხება ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერს, ტურნირის რეიტინგფავორიტ ბელა ხოტენაშვილს, ამჯერად მან შავებით ანა კუჭავა დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

სოფო გვეტაძე – ლელა ჯავახიშვილი 1-0

ალექსანდრა ვახანია – სალომე მელია 1-0

ნინო ბაციაშცილი – ნინო ხურციძე 0,5-0,5

ანა კუჭავა – ბელა ხოტენაშვილი 0-1

მერი არაბიძე – მერი ჟორჟოლიანი 1-0

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:

I ხოტენაშვილი 3,5 ქულა

II – IV არაბიძე, ბაციაშვილი, გვეტაძე 2,5-2,5

V – VI მელია, ხურციძე 2-2

VII – VIII ჯავახიშვილი, კუჭავა 1,5-1,5

IX – X ვახანია, ჟორჟოლიანი 1-1

14 იანვარი დასვენების დღეა.

0.110892