ქუთაისის “ტორპედო” 29 იანვარს შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
უკვე ცნობილია, რომ 1 თებერვალს გიორგი დარასელიას გაწვრთნილები ყაზახურ პავლოდარის “ირტიშს” შეხვდებიან, 7 თებერვალს უნგრულ “დებრეცენს” დაუპირისპირდებიან, ხოლო 10 თებერვალს ბულგარულ პლოვდივის “ბოტევთან” ისპარინგებენ.