სანდრო გურულმა ბელარუსის საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე სოლიგორსკის “შახტიორი” დატოვა.
გამოცემა pressball.by-ს ინფორმაციით, 29 წლის ქართველი ნახევარმცველი უკრაინაში დაბრუნდა და შესაძლოა, კარიერა ლვოვის “კარპატიში” გააგრძელოს, სადაც 2008-2012 წლებში გამოდიოდა.
გურული “შახტიორში” 2014 წელს გადავიდა და სოლიგორსკელების შემადგენლობაში ბელარუსის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების გარდა, ქვეყნის თასი მოიგო.