“ოქროს ბურთის” მფლობელის გამოსავლენად გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების კაპიტნები, მთავარი მწვრთნელები და ჟურნალისტები მონაწილეობენ. 2014 წელს ქართველების არჩევანი ასე გამოიყურება:
ჯაბა კანკავა (საქართველოს ნაკრების კაპიტანი) – ანდრეს ინიესტა, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი.
თემურ ქეცბაია (საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი) – კრიშტიანუ რონალდუ, მანუელ ნოიერი, არიენ რობენი.
ზურაბ ფოცხვერია (გაზეთ “სარბიელის” დამფუძნებელი) – კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, გარეთ ბეილი.
ამ ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
2014 წელს “ოქროს ბურთი” მფლობელი კრისტიანუ რონალდუ გახდა, რომელიც ჯილდოს ზედიზედ მეორედ დაეუფლა, ხოლო ჯამში - მესამედ.