ფეხბურთი

16:27 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ფერგიუსონი ენატრება

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა და 2014 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმ ციურიხში გამართულ ფიფას გალა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და სერ ალექს ფერგიუსონზე ყოველთვის ფიქრობს.

“მანჩესტერზე” ყოველთვის ვფიქრობ. ჩემი კარიერა ამ კლუბში დაიწყო და ვიცი, გულშემატკივრები მხარს კვლავ მიჭერენ. ფერგიუსონისგან მესიჯი არ მიმიღია, მაგრამ მასზე ხშირად ვსაუბრობ. შოტლანდიელი მომიწოდებდა ყოველთვის განვითარებულიყავი. მან მითხრა: “შენ ხარ საუკეთესო. იგი ფანტასტიკურია, მენატრება”, – განაცხადა მადეირელმა ფეხბურთელმა.

რონალდუს კარიერაში აღმასვლა სწორედ სერ ალექს ფერგიუსონის დამსახურებაა. ბრიტანელმა მწვრთნელმა 17 წლის პორტუგალიელის ტრანსფერი 2003 წელს განახორციელა და მსოფლიო ვარსკვლავად ჩამოაყალიბა. ინგლისურ კლუბში რონალდუმ 6 სეზონი ითამაშა, ჩაატარა 292 მატჩი და 118 გოლი გაიტანა.

“მანჩესტერთან” ერთად პორტუგალიელმა პრემიერლიგა სამჯერ მოიგო, ლიგის თასი ორჯერ აღმართა, ხოლო ფეხბურთის ასოციაციის, და უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი თითოჯერ დააჭაშნიკა. რაც მთავარია, 2008 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პირველად გახდა.

0.117489