საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ციურიხში ფიფას მიერ გამართულ გალა დაჯილდოების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ორი აზრი არ არსებობს, რონალდუმ ოქროს ბურთი დაიმსახურა. წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელია. მისი ასპარეზობა სრულყოფილია და მაყურებელიც დიდ სიამოვნებას იღებს. ვიმედოვნებ, პორტუგალიელის და ლიონელ მესის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება, რადგან ისინი ერთმანეთს მოტივაციას აძლევენ”,- განაცხადა ანრიმ.
ფრანგმა საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ანრი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობით და მოპოვებული ტიტულებით გულშემატკივრებს თავი ნამდვილად დაამახსოვრა.